თიანეთის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.
საერთო კრებები გაიმართა არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში, სადაც შეხვედრებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობითა და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები შეარჩია:
დულუზაურებში, ზემო არტანსა და ქვემო არტანში პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა დასახელდა;
კვერნაულას მოსახლეობამ ხიდ-ბოგირის მოწყობას დაუჭირა მხარი;
სხლოვანსა და თეთრაულებში - წყლის შემკრები რეზერვუარის მოწყობა, სახევსა და ბოდახევაში კი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაიგეგმა;
ღორღაში - გზის მოხრეშვა, ხოლო ქუშხევში გზის მოსწორება დაასახელეს პრიორიტეტად;
რაც შეეხება ლიშოს, მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სანიაღვრე არხისა და სკვერის მოწყობის წინადადებებს.
2026 წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 848 000 ლარი გამოეყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდა.
-
შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩაბანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან -
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს -
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება