წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან და მოადგილესთან ერთად, საქართველოს ჩემპიონი სამბოში - ანა ჩხაიძე და მისი მწვრთნელი გიორგი ბიჩელაშვილი ფულადი თანხითა და სიგელებით დააჯილდოვა.
მიმდინარე წლის იანვარში გამართულ საქართველოს სამბოს ეროვნულ ჩემპიონატზე ანა ჩხაიძემ 65 კგ. წონით კატეგორიაში პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ჩემპიონსა და მის მწვრთნელს მიღწეული წარმატება მიულოცეს და მომავალში კვლავ არაერთი გამარჯვება უსურვეს.
დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.
-
შეხვედრა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში ჩაბანოს ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან -
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს -
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოება