თიანეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

თიანეთის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

საერთო კრებებს ზარიძეების ადმინისტრაციულ ერთეულში თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი, მოადგილეებთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

სოფლების - ზარიძეების, საკრეჭიოს, იარაჯულების, ჯიჯეთისა და ხოფცის მოსახლეობამ პრიორიტეტად გარე განათების მოწყობა დაასახელა. ასევე ხოფცაში, ზარიძეებში, ლახატოში, ზენამხარსა და ვერხველში პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტად შიდა გზების მოხრეშვა-მოსწორება შეირჩა, ხოლო ქვემო შარახევში ადგილობრივებმა მხარი დაუჭირეს სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობას.

თიანეთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარე თვის ბოლომდე გაგრძელდება და საერთო ჯამში, 82 დასახლებას მოიცავს.