თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა დაბა სიონში პანტიანის უბანთან დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირისა და მიმდებარე ქუჩებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა დაბა სიონში პანტიანის უბანთან დამაკავშირებელი ხიდ-ბოგირისა და მიმდებარე ქუჩებზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც ლევან წიკლაურმა აღნიშნა, სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. მერის განცხადებითვე, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა მოქალაქეებს, ნებისმიერი ამინდის პირობებში, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება შეეძლოთ.
სამუშაოები სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ღირებულება 539 252 ლარს შეადგენს.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტი კამპანია „არა ნარკოტიკის“ ფარგლებში მიმდინარე მინი-ფეხბურთის ჩემპიონატს შეუერთდა
-
შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჭანდრისხევში
-
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირები საკურორტო-სანატორიული მომსახურებით ისარგებლებენ