თიანეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ღონისძიებით აღინიშნა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, დაბა თიანეთის ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში მუსიკალურ- გასართობი ღონისძიება გაიმართა.
მოწვეულმა შემსრულებლებმა პატარა მაყურებლებისთვის თოჯინების თეატრის სპექტაკლი წარმოადგინეს. გაიმართა ზღაპრის გმირების შოუ. მოეწყო გიგანტური საპნის ბუშტების მასტერკლასი, ბავშვთა გასართობი თამაშები და სხვა სასცენო აქტივობები.
ღონისძიებაზე მოსული ყველა ბავშვი მერიისგან ტკბილეულით დასაჩუქრდა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია ყველა პატარას ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და უსურვებს ბედნიერ მომავალს!
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა -
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელახალი ვადით არჩეულმა მერმა ლევან წიკლაურმა შეხვედრა გამართეს მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან. -
შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების, შესაბამისი სამსახურებისა და ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან