თიანეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კულტურის სახლში გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან წიკლაურმა.
"გილოცავთ ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან დღეს. თავისუფლების იდეა არის ის მთავარი საყრდენი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აერთიანებს. სწორედ თავისუფლებისათვის ბრძოლამ მოიტანა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. წარმატებებს, ერთიანობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს,"- განაცხადა ლევან წიკლაურმა.
ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ - გიორგი კაპანაძემ და თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ბერბერაშვილმა.
საზეიმო ღონისძიებას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა. ფოტო
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა -
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე ზაგაშვილმა და თიანეთის მუნიციპალიტეტის ხელახალი ვადით არჩეულმა მერმა ლევან წიკლაურმა შეხვედრა გამართეს მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან. -
შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების, შესაბამისი სამსახურებისა და ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან