თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფლის, ღულელების, ნაქალაქრის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის
საჯარო განხილვა
სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილ იქნა თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფლის, ღულელების, ნაქალაქრის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა (პროექტი).
დოკუმენტაცია შემუშავდა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს შორის 2023 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N155-2023 ხელშეკრულების (კონკურსი CNT230000078) საფუძველზე.
დაგეგმვის მიზანია დასახლებების მდგრადი განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის ხელშეწყობა, ღირსეული, უსაფრთხო გარემოს შექმნა და განვითარება.
„სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N260 დადგენილებით დამტკიცებული წესისა და საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ შესაბამისად, აღნიშნული პროექტი ექვემდებარება საჯარო განხილვის პროცედურებს.
სივრცის დაგეგმარების გეგმისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა დაიგეგმა 2025 წლის 13 ივნისს 13:00 საათზე, შემდეგ მისამართზე: თიანეთის მუნიციპალიტეტი, დ. თიანეთი, რუსთაველის #1, ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.
საჯარო განხილვის დროს ხელმისაწვდომი იქნება თიანეთის მუნიციპალიტეტის ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფლის, ღულელების, ნაქალაქრის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმა ელექტრონული და მატერიალური სახით.
განხილვაზე დასწრება, მასში მონაწილეობის, ასევე, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.
წერილობითი შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა შესაძლებელი იქნება საჯარო განხილვის ჩატარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, შემდეგ მისამართზე - ქალაქი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge;
ასევე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, შემდეგ მისამართზე: დ. თიანეთი, რუსთაველის #67.
დოკუმენტაცია ატვირთულია შემდეგ ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1J-z_aBoh2qhtSfL4eY9-YQosQgg_o7Zt?fbclid=IwY2xjawJ8TMRleHRuA2FlbQIxMABicmlkETFQTUw3N3FlNnQwYW02VGdtAR7ngzZ_RIFnqWJWqiHZ6fSaFFqVDWtgvCx_QYE6xZuKgjN-Sf5ReVu4e6WITQ_aem_2iOSbc6TIuvMMwv49pR-Gg
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ველოტური გაიმართა
-
სოფელ დევენაანთხევში შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
-
თიანეთის მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილო „მადლის“ ბენეფიციარებს პირველადი საჭიროების მედიკამენტები გადაეცათ