სოფელ ხევსურთსოფელში ბიბლიოთეკის ახალი სივრცე გაიხსნა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ახლადგახსნილ ბიბლიოთეკას ესტუმრა და მკითხველთა მიერ გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
"დღეიდან ხევსურთსოფლის ბიბლიოთეკა ახალ სივრცეში განაგრძობს ფუნქციონირებას. ძველი შენობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სოფლის ბიბლიოთეკა ადმინისტრაციულ შენობაში განგვეთავსებინა, რათა დაინტერესებულ პირებს უკეთეს გარემოში შევთავაზოთ საბიბლიოთეკო სერვისები.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მკითხველის სურვილის გათვალისწინებით, ყოველწლიურად ხდება ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების წიგნადი ფონდის განახლება, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ წიგნზე ხელმისაწვდომობა." - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
ღონისძიების ფარგლებში, ხევსურთსოფლისა და სიმონიანთხევის ბიბლიოთეკების აქტიურმა მკითხველებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს, რომელიც წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ ა(ა)იპ თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლები, საჯარო სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და ბიბლიოთეკის მკითხველები.
-
სოფელ ბოჭორმაში, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ - ნიკოლოზ დიდებაშვილმა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძემ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით, შეხვედრა გამართეს