36 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან...
ამ დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ, მოადგილეებთან ერთად, პატივი მიაგეს გარდაცვლილი გმირების ხსოვნას და ყვავილების გვირგვინით შეამკეს სამშობლოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი დაბა თიანეთში.
თარიღთან დაკავშირებით, თიანეთის კულტურის სახლში თემატური ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ-ების თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.
“9 აპრილი ჩვენი სამშობლოსთვის მუდამ დარჩება თავგანწირვისა და მოპოვებული თავისუფლების სიმბოლოდ, რადგან ეს დღე ორ მნიშვნელოვან მოვლენას აერთიანებს - 1989 წლის ტრაგედიას და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს.
მადლობა თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირებს, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირა.“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა. ფოტო
-
სკვერთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაბა სიონში
-
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა
-
სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან