სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან, კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

საუბარი შეეხო საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილ პროექტებს. იმსჯელეს სამუშაოთა მიმდინარეობის პროცესში წამოჭრილ პრობლემატურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტების უმეტესობა დაკონტრაქტებულია და დაწყებულია სამუშაოები. პროექტთა ნაწილზე კი ხელშეკრულებები რამდენიმე დღეში გაფორმდება. 

რაც შეეხება სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს, კონტრაქტორი კომპანიების მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად. ფოტო