„ჯეო ჰოსპიტალსის“ უფასო სამედიცინო აქცია გამართა დაბა თიანეთში
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, „ჯეო ჰოსპიტალსის“ მრავალპროფილურმა სამედიცინო ცენტრმა დაბა თიანეთში უფასო სამედიცინო აქცია გამართა.
სკრინინგ-აქციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა სხვადასხვა პროფილის ექიმის უფასო კონსულტაციით, ასევე ჩაეტარებინა ინსტრუმენტული გამოკვლევები - გულის ულტრასონოგრაფია და სისხლძარღვთა დოპლეროგრაფია.
სამედიცინო აქციით, საერთო ჯამში, 200-მდე ადგილობრივმა მცხოვრებმა ისარგებლა.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის "ჯეო ჰოსპიტალსის" ხელმძღვანელობას და სამედიცინო კოლექტივს, ასევე ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობა მიიღო აქციის ორგანიზებასა და განხორციელების პროცესში. ფოტო
-
სკვერთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაბა სიონში
-
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა
-
სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან