ქუმსიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია

დაბა თიანეთში ქუმსიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ ქუჩაზე ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და ეზოში შესასვლელები. გზა მოინიშნება და განთავსდება საგზაო ნიშნები. პროექტი ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან და სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 685 000 ლარს.