12 მარტს საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის დაბადების დღე, ტრადიციულად, აღინიშნა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეებში.
ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა უმასპინძლა.
თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ბერბერაშვილმა ზურაბ იარაჯულის საფლავზე მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ეროვნული გმირის ხსოვნის პატივის მისაგებად, ზურას მშობლიურ სოფელში ჩამობრძანდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, მოადგილეებთან ერთად, რეგიონის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილიის პერსონალი.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სტუმრებთან ერთად, კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი ზურაბ იარაჯულის ხსოვნას, ყვავილებით შეამკეს ეროვნული გმირის საფლავი და მისი ხსოვნის მემორიალი, ასევე ზურას გმირული ისტორია გაიხსენეს.
" განუზომელია ზურაბ იარაჯულის ღვაწლი ჩვენი ქვეყნის წინაშე. მან 22 წლის ასაკში გმირულად შესწირა სიცოცხლე სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. ჩვენი ვალია, ხშირად გავიხსენოთ გმირები და პატივი მივაგოთ მათ უკვდავ სახელებს, რომელთა თავგანწირვა მუდამ იქნება სამაგალითო ყველა ქართველისათვის " - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები, თანამებრძოლები, მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები, ზურას თანასოფლელები და ახლობლები.
ზურაბ იარაჯულს, რომელმაც 22 წლის ასაკში ტყვეობას გმირული სიკვდილი ამჯობინა, 2013 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ, ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. ფოტო
-
სკვერთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაბა სიონში
-
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა
-
სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან