თიანეთის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური თოვის პარალელურად, გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება
რამდენიმედღიანი გადაუღებელი თოვის პარალელურად, თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება.
შესაბამისი სპეც. ტექნიკით იწმინდება დედაქალაქთან, მეზობელ მუნიციპალიტეტებთან და სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.
გაწმენდითი სამუშაოების მიმდინარეობისას გზებზე იყრება ქვიშა-მარილის ნარევი.
ამ წუთებში, ინტენსიური თოვის პარალელურად, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს დედაქალაქთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის როგორც ცხვარიჭამიის, ისე ჟინვალისა და ხევსურთსოფელი-სასადილოს მიმართულებით.
მოგიწოდებთ, გადაადგილდეთ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებისას.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში, ინტენსიური თოვის პარალელურად, გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება
-
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა
-
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა