"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ნაქალაქრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ნაქალაქრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის შესაბამისი სამსახურების და საკრებულოს წარმომადგენლები.

მხარეებმა სოფლის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები განიხილეს, ასევე თითოეული დასახლების მაცხოვრებლებმა ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები შეარჩიეს.

✅ მაგრანეთი - გზის მოხრეშვა

✅ ბეწენწურები - წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა

✅ ქვემო ნაქალაქარი - გარე განათების მოწყობა

✅ დორეულები, ვეძათხევა - წყლის ქსელის შეცვლა

✅ ზურაბები - წყლის ქსელის მოწყობა

✅ ზემო ნაქალაქარი - გზის მოხრეშვა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, "სოფლის მხაჭერის პროგრამის" განსახორციელებლად თიანეთის მუნიციპალიტეტს 848 000 ლარი გამოეყო, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდა.

იხილეთ ფოტოალბომი