"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ხევსურთსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის შესაბამისი სამსახურების და საკრებულოს წარმომადგენლები.

მხარეებმა სოფლის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები განიხილეს, ასევე, თითოეული დასახლების მაცხოვრებლებმა პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები შეარჩიეს.

ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სამივე სოფლის მოსახლეობამ, ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტი მიანიჭა შიდა გზების მოხრეშვას.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, "სოფლის მხაჭერის პროგრამის" განსახორციელებლად თიანეთის მუნიციპალიტეტს 848 000 ლარი გამოეყო, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდა.

იხილეთ ფოტოალბომი