"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, სიმონიანთხევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის შეხვედრები გაიმართა

სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეული

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სიმონიანთხევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

მხარეებმა განიხილეს სოფლის სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები, ხოლო თითოეული დასახლების მაცხოვრებლებმა, ხმათა უმრავლესობით, პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

✅ სიმონიანთხევი - შიდა გზების მოხრეშვა

✅ თოლენჯი - შიდა გზების მოხრეშვა

✅ მელიასხევი - შიდა გზების მოხრეშვა

✅ ცალუღელაანთკარი -შიდა გზების მოხრეშვა

✅ ჭანდრისხევი -სასაფლაოს შემოღობვა

✅ ნადორკა - გარე განათების მოწყობა

✅ გორანა - შიდა გზების მოხრეშვა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, "სოფლის მხაჭერის პროგრამის" განსახორციელებლად თიანეთის მუნიციპალიტეტს 848 000 ლარი გამოეყო, რომელიც სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად გადანაწილდა.

იხილეთ ფოტოალბომი