თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ლევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თიანეთის მერმა მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებისგან მოისმინა ინფორმაცია წინასაახალწლო მზადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საახალწლო ილუმინაციების შეძენას და მუნიციპალიტეტის ქუჩების თემატურად გაფორმებას, სადღესასწაულო კონცერტის ჩატარების ორგანიზებას, სასურსათე და სასაჩუქრე პაკეტების შესყიდვის პროცედურებს და სხვა.

თათბირზე ასევე საუბარი შეეხო 2025 წელს განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და მერის ინიციატივებს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით.

ლევან წიკლაურმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, დროულად მოამზადონ პროექტები მუნიციპალურ პროგრამებში ცვლილებების შესატანად.