თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების თოვლის საფარისგან გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება. 

 

" მოსახლების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები გუშინ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ასევე, დილიდან იწმინდება დედაქალაქთან დამაკავშირებელი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები, როგორც ზარიძეები - ჟინვალის, ისე საბადური - ცხვარიჭამიის მიმართულებით. პარალელურად იყრება ქვიშა-მარილის ნარევი. 

 

მნიშვნელოვანია, რომ გაწმენდილი იყოს როგორც დედაქალაქთან დამაკავშირებელი, ისე მუნიციპალური მნიშვნელობის გზები, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა, ნებისმიერი ამინდის პირობებში, კომფორტულად და უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება"- განაცხადა ლევან წიკლაურმა. 

 

აღსანიშნავია, რომ გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მონიტორინგის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანიის მიერ, ასევე თიანეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის ჩართულობით.