თიანეთის მუნიციპალიტეტში გარე განათების მოწყობის სამუშაოები გრძელდება
თიანეთის მუნიციპალიტეტში გარე განათების მოწყობის სამუშაოები გრძელდება
" გარე განათების სისტემების მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. წელს ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა. ამჯერად მიმდინარე სამუშაოები დაბა სიონში მოვინახულეთ, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, განათება მოეწყობა, ასევე სოფელ სიმონიანთხევის ცენტრალურ ქუჩასა და სოფელ გორანაში - სკოლასთან მისასვლელ გზაზე.
გარდა აღნიშნული პროექტისა, გარე განათების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ასევე დაბა თიანეთსა და მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში" - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტი კამპანია „არა ნარკოტიკის“ ფარგლებში მიმდინარე მინი-ფეხბურთის ჩემპიონატს შეუერთდა
-
შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ ჭანდრისხევში
-
მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირები საკურორტო-სანატორიული მომსახურებით ისარგებლებენ