სოფელ ჩაბანოში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
" საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აღნიშნული ქუჩის მოასფალტება მნიშვნელოვანია ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რადგან გზა წლების განმავლობაში გაუვალი იყო, რაც პრობლემას უქმნიდა მოსახლეობას.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი მცხეთა - მთიანეთის დელეგატთან - დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან ერთად მოვინახულეთ. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უახლოეს ხანში დასრულდება." - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
პროექტის ფარგლებში, 1 კმ-მდე სიგრძის საავტომობილო გზაზე დაეგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. მოეწყობა სანიაღვრე არხი, გზის დაერთებები და ეზოში შესასვლელები; გზა მოინიშნება და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები.
სამუშაოები ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 486 000 ლარზე მეტს შეადგენს.
-
სკვერთან მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოები დაბა სიონში
-
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა
-
სამუშაო შეხვედრა კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან