„ 2021 წლის ჩემი წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ეხებოდა სოფელ ჭურჭელაურებისა და სოფელ ზემო არტნის დამაკავშირებელი 12,5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციას, შესრულებულია.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური მუნიციპალური მნიშვნელობის გზის პროექტი თიანეთის მუნიციპალიტეტის ისტორიაში განხორციელდა პირველად. ივრის ხეობის მარჯვენა სანაპიროს სოფლები თანამედროვე სტანდარტების, კომფორტული გზით დაუკავშირდნენ ადმინისტრაციულ ცენტრს, რაც მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებასთან ერთად, მნიშვნელოვნად შეამცირებს მგზავრობის დროს და ხარჯებს.
აღსანიშნავია, ასევე, პროექტში ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან პროექტის განსახორციელებლად 1,340, 730 ლარი გაიხარჯა.
მცხეთა - მთიანეთის დელეგატთან - დიმიტრი ხუნდაძესთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ნოზაძესთან და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან ერთად, არტნის ადმინისტრაციულ ერთეულში ვიმყოფებოდით, სადაც გზის რეაბილიტირებული პროექტი მოვინახულეთ.
მადლობს ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, ასევე სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს. ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის” - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
შეგახსენებთ, რომ თიანეთის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის - ჭურჭელაურების, მამადაანების, ლიშოს, ბოდახევას, თეთრაულების, ქვემო არტნისა და ზემო არტნის დამაკავშირებელი 12.5 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
გზის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქციის პროექტი ითვალისწინებდა ასფალტის ახალი საფარის, ხიდის, მილხიდების, სანიაღვრე არხების, საყრდენი კედლებისა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას.
პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განახორციელა და მისმა ღირებულებამ 9 მილიონი ლარი შეადგინა.
-
სოფელ ჭურჭელაურებში მდინარე იორზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება