გადაბერებული და ხმობადი მწვანე ნარგავების მოჭრა- გადაბელვა გრძელდება
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, თიანეთის მუნიციპალიტეტში გადაბერებული და ხმობადი მწვანე ნარგავების მოჭრა-გადაბელვა გრძელდება.
ამჯერად, სპეც. ტექნიკის საშუალებით, დაბა თიანეთში მდგარ მრავალწლოვან ხეებს შესაბამისი სამუშაოები ჩაუტარდა.
საჭიროების შესაბამისად, ხეები მოიჭრა და გადაიბელა დაბა თიანეთის ცენტრში, ლაშარის ქუჩაზე, თიანეთის N1 საბავშვო ბაგა-ბაღისა და დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლის ეზოებში, ასევე გმირების ბაღში.
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიზნით, მსგავსი ტიპის სამუშაოები, არსებული კანონმდებლობისა და საჭიროების გათვალისწინებით, მომავალშიც გაგძელდება.
-
სოფელ ჭურჭელაურებში მდინარე იორზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება