ჩაფიძის გულის ცენტრმა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გამართა
"გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა" დაბა თიანეთში უფასო სამედიცინო აქცია გამართა.
აქციის ფარგლებში, 50-მდე ადგილობრივ მცხოვრებს გაეწია უფასო კონსულტაცია, ჩატარდა ინსტრუმენტული და ლაბორატორიული გამოკვლევები, როგორიცაა: ელექტროკარდიოგრაფია, ️ექოკარდიოსკოპია, გლუკოზისა და ქოლესტერინის განსაზღვრა სისხლში.
"მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს - ჩაფიძის გულის ცენტრის სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც გამონახეს დრო და ჩამობრძანდნენ თიანეთში, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის უფასოდ გაეწიათ სამედიცინო მომსახურება. ვფიქრობ, ამგვარი ტიპის აქციებს დიდი მნიშვნელობა აქვს დაავადებების პრევენციისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით." - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
-
სოფელ ჭურჭელაურებში მდინარე იორზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება