თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელებთან, კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან მორიგი ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.
მხარეებმა განიხილეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება თიანეთის მუნიციპალიტეტში.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამუშაოთა მიმდინარეობას, იმსჯელეს არსებულ პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე თუ დაგეგმილ სამუშაოებზე.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს თიანეთის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 22 ინფრასტრუქტურული პროექტი ფინანსდება, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 5 მლნ 700 ათასი ლარია.
პროექტების უმეტესობა დასრულებულია, რიგ პროექტებზე მიმდინარეობს სამუშაოები, პროექტთა ნაწილზე კი დაწყებულია სატენდერო პროცედურები.
-
სოფელ ჭურჭელაურებში მდინარე იორზე ნაპირსამაგრი გაბიონის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება