თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებსა და სტუდენტებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა
ლევან წიკლაური: "ძვირფასო მოსწავლეებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარი და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყეს.
გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს საინტერესო, ნაყოფიერი და წარმატებებით გამორჩეული თითოეული თქვენგანისათვის.
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ძვირფას პედაგოგებს, რომლებიც ზრდიან ღირსეულ თაობებს. დასაფასებელია მათი ღვაწლი სამშობლოს წინაშე. "
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, შემდგომი სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, დაბა თიანეთში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები და სასაფლაოს ტერიტორია დაათვალიერა
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან წიკლაურის საახალწლო მილოცვა
-
ლევან წიკლაურმა ახალი წლის ღამეს საგანგებო რეჟიმში მომუშავე სამსახურების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა