დაბა სიონში დაზიანებული ხეების მოჭრისა და გადაბელვის სამუშაოები ჩატარდა
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, დაბა სიონში იმყოფებოდა, სადაც მეხის დაცემის შედეგად, რამდენიმე ხე დაზიანდა და საფრთხეს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
"სიონში სტიქიამ რამდენიმე ხე დააზიანა, რაც ქმნიდა სერიოზულ საფრთხეს მოსახლეობისთვის. მყისიერად მოძიებულ იქნა შესაბამისი ტექნიკა და გატარდა საჭირო ღონისძიებები.
გარდა აღნიშნული ხეებისა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი იყო მრავალწლოვანი ხეები საჯარო სკოლისა და ეკლესიის მიმდებარედ, რომელთა მოჭრა-გადაბელვა გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ საქმეში" - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
-
ჩაფიძის გულის ცენტრმა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გამართა
-
"ჩაფიძის გულის ცენტრი" თიანეთში უფასო სამედიცინო აქციას გამართავს
-
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და ეკიპირება გადასცა.