თიანეთში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება

თიანეთის მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის მიზნით, მიმდინარე წელს სამუშაოები აქტიურად განხორციელდა. 

იანვრიდან დღემდე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით, ჯამში 5 კილომეტრამდე გზა მოასფალტდა. მათ შორის კეთილმოეწყო: 

სოფლების: გორანა-დავათი-ბულაჩაურის დამაკავშირებელი გზა

დაბა თიანეთში თამარ მეფის ქუჩის ნაწილი

სოფელ თოლენჯის საავტომობილო გზის ნაწილი

სოფლების: ღულელებისა და წყაროთუბნის შიდა გზის ნაწილი

დაბა თიანეთში 9 აპრილის ქუჩის დასაწყისი

სოფელ დევენაანთხევში შიდა საავტომობილო გზის ნაწილი

დაბა თიანეთში ქუსნოს ქუჩის ნაწილი

გარდა ამისა, ბოლო 7 თვის განმავლობაში, ა(ა)იპ "თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის" მიერ 34 დასახლებულ პუნქტში, 51 კმ-მდე გზას მოხრეშვა - მოშანდაკების სამუშაოები ჩაუტარდა.

 პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შესრულდა და მიზნად, მოსახლეობისათვის უკეთესი პირობების შექმნას ისახავდა.