თიანეთში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდება
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებითა და ხელშეწყობით, 16 -17 აგვისტოს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ერწოში მცხოვრები მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქციას გამართავს.
ხევსურთსოფლის ადმინისტრაციულ შენობაში
➡️ 10:00 საათიდან 16:00 საათამდე⬅️
მოსახლეობას კონსულტაციებს გაუწევენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მობილური პირველადი ჯანდაცვის კაბინეტის სხვადასხვა პროფილის ექიმები:
კარდიოლოგი
რადიოლოგი
ოფთალმოლოგი
გინეკოლოგი
ჩატარდება უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური კვლევები - მუცლის ღრუს ორგანოებისა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია, კარდიოგრამა, არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ-ს - „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ - შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
-
ჟებოტისა და ღულელების საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები ბადმინტონში საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
-
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაციის შეხვედრას დაესწრო