თიანეთის მუნიციპალიტეტში "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

თიანეთის მუნიციპალიტეტში, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულის თავმჯდომარე სოსო მამულაშვილი, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრებს მართავენ მუნიციპალიტეტის თითოეული სოფლის მოსახლეობასთან. საერთო კრებაზე განიხილება სოფლისთვის მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებები, რომელთაგან ხმათა უმრავლესობით შეირჩევა პრიორიტეტული პროექტი და წარედგინება მერიას დასაფინანსებლად.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს "სოფლის მხარდაჭერის პროგრამა" თიანეთის მუნიციპალიტეტში 848 000 ლარით დაფინანსდა.

პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის საერთო კრებები მიმდინარე წლის 25 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება.

წარმოგიდგენთ შერჩეული პროექტების ნუსხას შემდეგი ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით:

✔️ ტუშურების ადმინისტრაციული ერთეული:

▫︎ ტუშურები, ალაჭანი, კახოიანები, წიკვლიაანთკარი, ჯერვალიძეები - გზის რეაბილიტაცია

✔️ ზარიძეების ადმინისტრაციული ერთეული :

▫︎ შარახევი - წყლის სათავე ნაგებობისა და ქსელის მოწყობა

▫︎ ზენამხარი - საფეხმავლო ხიდებისა და გზის რეაბილიტაცია

▫︎ ვერხველი, ჯიჯეთი - გარე განათების მოწყობა

▫︎ იარაჯულები - ხიდების რეაბილიტაცია

▫︎ ზარიძეები, ლახატო - გზის რეაბილიტაცია

▫︎ ხოფცა - სასაფლაოს კეთილმოწყობა

▫︎ საკრეჭიო - სკვერის მოწყობა

✔️ ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეული

▫︎ გოჯიაანები - სკვერის კეთილმოწყობა

▫︎ ახალსოფელი -სასაფლაოს შემოღობვა, კეთილმოწყობა

▫︎ ჩაბანო, ჭიაურა, კაწალო -გზის მოხრეშვა

▫︎ ხაიშო -გზის რეაბილიტაცია, ბოგირის მოწყობა

✔️ დაბა თიანეთის ადმინისტრაციული ერთეული

▫︎ ჭურჭელაურები - გარე განათების მოწყობა

▫︎ მამადაანები - სანიაღვრე არხის მოწყობა

▫︎ საჭურე, თეთრახევა - საავტომობილო გზის მოხრეშვა-მოსწორება

✔️ ჟებოტის ადმინისტრაციული ერთეული

▫︎ ჟებოტა, ძებნიაურები, თეგერაანები - გარე განათების მოწყობა

▫︎ ლელოვანი - სასაფლაოს შემოღობვა

✔️ არტნის ადმინისტრაციული ერთეული

▫︎ ზემო არტანი, ქვემო არტანი - წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია

▫︎ ღორღა - წყლის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია

▫︎ ქუშხევი - რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა

▫︎ სახევი - ნაპირსამაგრის მოწყობა

▫︎ თეთრაულები, ლიშო - წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა

▫︎ ბოდახევა - წყლის მაგისტრალური ქსელის მოწყობა

▫︎ დულუზაურები - გარე განათების მოწყობა
 

აღსანიშნავია, რომ შეხვედრების დასრულების შემდგომ, საერთო კრების გადაწყვეტილებები, თანდართული ოქმებით, გამოქვეყნდება მერიის ოფიციალურ გვერდზე.