თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა საზოგადოებას ორი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა საზოგადოებას ორი წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

ლევან წიკლაურმა დეტალურად ისაუბრა 2022-2023 წლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და პროგრამებზე ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვის, სოციალური, განათლების, კულტურის, სპორტის, გარემოს დაცვისა და ახალგაზრდული მიმართულებებით.

ანგარიშის პრეზენტაციის დროს საუბარი შეეხო მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებსა და იმ საჭიროებებს, რომელზე მუშაობაც, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, გრძელდება.

თიანეთის მერის თქმით, მერიის საქმიანობის განხორციელებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიური ჩართულობა.

ანგარიშის პრეზენტაციას ესწრებოდნენ თიანეთის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და თიანეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეულიდან.