თიანეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის 12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო.

„ მშობლებს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს მოგილოცავთ სასწავლო წლის დაწყებას. გისურვებთ ამაღლებულ განწყობას მთელი წლის განმავლობაში. პირველკლასელებისთვის ცხოვრების ახალ ეტაპი დაიწყო და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს სკოლებში მიღებული კარგი განათლებით ისინი გაიკვლევენ გზას წარმატებული მომავლისაკენ“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.