თიანელი მკლავჭიდელი ბეჟან კობაიძე მსოფლიო ჩემპიონია

ტიტულოვანი თიანელი მკლავჭიდელი ბეჟან კობაიძე მსოფლიო ჩემპიონია.

ყაზახეთში გამართულ მკლავჭიდის პარა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 66 ქვეყნის სპორტსმენები ასპარეზობდნენ ,ბეჟან კობაიძემ ყაზახი და უკრაინელი მოწინააღმდეგეების დამარცხების შემდეგ, გამარჯვების ოქროს მედალი მოიპოვა. 

 

ბეჟან კობაიძე 2019 წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას პარა ჩემპიონატებში. ის ასპარეზობს მისთვის შესაფერის მეხუთე კატეგორიაში , რაც გულისხმობს მარცხენა ხელით მკლავჭიდს აბსოლუტურ წონით კატეგორიაში.

 

მას აქვს შემდეგი მიღწევები:

2019 წელს რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე - III ადგილი;

2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე - II ადგილი;

2022 წელს თურქეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე- II ადგილი;

2023 წელს კი უკვე ყაზახეთში I ადგილი.

 

„ბეჟანმა კიდევ ერთხელ ასახელა თიანეთი და რა თქმა უნდა, საქართველო. ვამაყობთ ყველა და ვულოცავთ მსოფლიო ასპარეზზე ამ დიდ წარმატებას. მინდა მადლობა გადავუხადო მას თავდაუზოგავი შრომისთვის და დისციპლინისთვის. სწორედ ამ მიზანდასახულობითა და სპორტის სიყვარულით, უდიდესი კონკურენციის მიუხედავად, მიაღწია ამ წარმატებას და დარწმუნენული ვარ, მომავალშიც არაერთხელ გაიმარჯვებს. ეს ნამდვილად სამაგალითოა თიანეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. “ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.