ტიტულოვანი თიანელი მოჭიდავე იოსებ იარაჯული თურქეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ორგანიზებით საქართველომ მონაწილეობა მიიღო თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანთაქიაში გამართულ "აბა ჭიდაობის" (თურქული ეროვნული ჩოხიანი ჭიდაობა) მსოფლიო ჩემპიონატში, რომელშიც 40-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.
საქართველოს დელეგაციაში , როგორც ნაკრების წევრი შეყვანილი იყო თიანეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ტიტულოვანი მოჭიდავე, ექვსი მსოფლიო მედლის მფლობელი იოსებ იარაჯული. იოსებ იარაჯულს ოთხი მსოფლიო მედალი აბა ჭიდაობაში აქვს მოპოვებული 2014, 2018, 2022 და 2023 წლებში. თურქეთში გამართულ 2023 წლის ჩემპიონატში მან ირანელ და თურქ მოჭიდავეებთან ერთად იასპარეზა.
"ვულოცავ ჩვენი მუნიციპალიტეტის საამაყო სპორტსმენს სოსო იარაჯულს აღნიშნულ გამარჯვებას. მადლობას ვუხდით ამისთვის. ნამდვილად საამაყოა, რომ სწორედ ჩვენი პატარა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი მოხვდა საქართველოს ნაკრებში და შემდეგ უკვე მსოფლიოს მასშტაბით შეეჯიბრა სხვა ქვეყნების სპორტსმენებს. წინ კიდევ ბევრი შეჯიბრია, რაშიც დარწმუნებული ვარ სოსო არაერთხელ ასახელებს ჩვენს თიანეთს და, რა თქმა უნდა, საქართველოს.“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
-
ვანდალური ფაქტები ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში
-
დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა
-
თიანეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო