დღეს თიანეთის კულტურისა და დასვენების პარკი "თიანეთობის" სტუმრებს უმასპინძლებს
წელს, "თიანეთობის" სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში შესასვლელი ხიდი საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში გაფორმდა. ამ წუთებში ღონისძიების დასაწყებად აქტიური მზადება მიმდინარეობს. გელით ყველას, 11: 00 საათიდან.
შეგახსენებთ ღონისძიების პროგრამას:
- პარკის გახსნა დამთვალიერებლებისთვის - 11:00 საათი
- თიანეთის მერიის საჩუქარი ბავშვებს - 11:00 საათი
- ფშავ - ხევსურული საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა - 11:00 საათი
- თიანეთის ნატურალური პროდუქტებისა და ადგილობრივი წარმოების
პროდუქციის გამოფენა - 11: 00 საათი - ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა - 11:00 საათი
- მთის სამკურნალო მცენარეებისგან მომზადებული ჩაის გამოფენა -
დეგუსტაცია - 12:00 საათი - საბავშვო ატრაქციონები - 11:00 საათი
- დოღი - 12:00 საათი
- ღია ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში - 12:00 საათი
- ფშაური სახლის დათვალიერება - 12:30 საათი
- დრამერების შოუ - 13:00 საათი
- გასართობი მუსიკალური პროგრამა ბავშვებისათვის - 13:00 საათი
- კონცერტი თიანეთის კულტურის სახლთან არსებული ხალხური სიმღერისა და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით - 13:00 საათი
- გინესის რეკორდის დამყარება - 13:30 საათი
- თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება - 14:00 საათი
- საბავშვო კონცერტის საზეიმო დახურვა - 14:30 საათი
- მუნიციპალური ჩემპიონატი ფეხბურთში - 17:00 საათი
- ამხანაგური შეხვედრა რაგბში - 16:00 საათი
- კონცერტი - ჯგუფი ,, ურსა“ -16:00 საათი
- კონცერტი - მუსიკალური ჯგუფი ,,რეგიონი“ - 18: 30 საათი
- სადღესასწაულო ფოიერვერკი - 20: 00 საათი
-
ვანდალური ფაქტები ვაჟა-ფშაველას სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში
-
დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თიანეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია ჩატარდა
-
თიანეთის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო