თიანეთის მერიაში ყოველკვირეული თათბირი გაიმართა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილთან ერთად, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან და მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და სამუშაოები. საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების მიმდინარეობას,რაც გულისხმობს გარე განათებების მოწყობას, შიდა გზების მოხრეშვას, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებასა და სხვა.

ასევე, იმსჯელეს  სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე  ხიდ-ბოგირების აღდგენა - მშენებლობის საკითხებზე.

განიხილეს დაბა თიანეთში ახლად აშენებული საფეხბურთო მოედნის დასრულების დეტალებიც. შეგახსენებთ, რომ თიანეთობას დაგეგმილი მუნიციპალური ჩემპიონატი ფეხბურთში სწორედ ახალ მოედანზე გაიმართება.