თიანეთის მუნიციპალიტეტმა ,,სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023"-ს უმასპინძლა მინი ფეხბურთში.
გახსნის ღონისძიებას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი დავით ილურიძე და ფედერაციის მცხეთა - მთიანეთის კოორდინატორი ელენე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. მათ მონაწილე გუნდებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
თამაშის შემდეგ გამარჯვებული სკოლები გამოვლინდნენ.
გოგონათა გუნდებს შორის I ადგილი - ძეგვის საჯარო სკოლამ დაიკავა, ხოლო II ადგილი - ხევსურთსოფლის საჯარო სკოლამ.
ვაჟთა შორის I ადგილზე მცხეთის #1 საჯარო სკოლა გავიდა, II ადგილზე - წეროვნის #3 საჯარო სკოლა, III ადგილზე კი - თიანეთის #1 საჯარო სკოლა;
გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მედლები, დიპლომები და თასი გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ პირველ ადგილზე გასული გუნდები ასპარეზობას აღმოსავლეთ საქართველოს ზონალურ ეტაპზე გააგრძელებენ.
ცნობისათვის, თიანეთის მუნიციპალიტეტში შეჯიბრს, აგრეთვე, ესწრებოდნენ კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, ყაზბეგისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
-
თიანეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის გორანა-დავათი-ბულაჩაურის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო
-
დაბა თიანეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
-
შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, მათი სოციალური მობილიზაციისა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით