მირზა გელოვანის დაბადების დღე

დღეს, 2 მარტს, თიანელი პოეტის, მირზა გელოვანის დაბადების დღეა. მირზა გელოვანი დღეს 106 წლის გახდებოდა.

თარიღთან დაკავშირებით, მირზა გელოვანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან წიკლაურთან ერთად დაესწრო.

თიანეთის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. მათ შეკრებილ საზოგადოებასთან ერთად მირზა გელოვანი გაიხსენეს და მისი ლექსები წაიკითხეს.

დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართეს პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ ხაზი პოეტის შემოქმედების განსაკუთრებულობას გაუსვეს და ღონისძიების მონაწილეებს საინტერესო წარმოდგენისათვის მადლობა გადაუხადეს.

ქართველი პოეტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მირზა გელოვანი 1917 წლის 2 მარტს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქარში დაიბადა. 1944 წელს კი, 27 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მის კალამს არაერთი ლექსი და პოემა ეკუთვნის