თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან ყოველკვირეული სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე განიხილეს 2023 წლის პერიოდში მიმდინარე პროექტები და გეგმები.
ამ ეტაპზე დასრულებულია საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 82 სოფელში 78 პროექტი განხორციელდება. ეს პროექტებია:
25 პროექტი - გარე განათების მოწყობა;
21 პროექტი - შიდა გზების მოწყობა;
19 პროექტი - წყლის სისტემების მოწყობა;
6 პროექტი - სასაფლაოების კეთილმოწყობა;
4 პროექტი - ხიდების მშენებლობა;
1 პროექტი - სპორტული მოედნის მოწყობა.
2 პროექტი - სკვერის კეთილმოწყობა.
ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება შემდეგი პროექტების განხორციელება:
სოფელ ორხევის გზის მშენებლობა, სადაც 3 ქუჩაზე მიმდინარეობს შიდა გზის ცემენტო -ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები;
სოფელ ხოფცა-ზარიძეების დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, კეთდება ხიდ-ბოგირები და სანიაღვრე არხები.
კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება:
სოფელ ჟებოტის შიდა მუნიციპალური გზების რეაბილიტაცია ;
დაბა თიანეთში 300 არაგველის მე-3 შესახვევის სარეაბილიტაციო სამუშაოები ;
სოფელ სიმონიანთხევში ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოწყობის სამუშაოები;
დაბა თიანეთში ხაწირის ქუჩის რეაბილიტაცია;
თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია და სხვა
-
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა თიანეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა
-
სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2023
-
"დედა ენისადმი" მიძღვნილი ღონისძიება