საქართველოს მთავრობის 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილთან და მერიის თანამშომლებთან ერთად ახალსოფლის და არტნის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს თითოეული სოფლის სხვადასხვა სოციალურ - ეკონომიკური საჭიროება და მოსახლეობამ დაასახელა შემდეგი პრიორიტეტები:
სოფელი დულუზაურები- სკვერის მოწყობა;
სოფელი კვერნაულა - გარე განათების მოწყობა;
სოფელი სხლოვანი - წყალსადენის მოწყობა(შიდა დაქსელვა)
სოფელი ჩაბანო - გარე განათების მოწყობა;
სოფელი ახალსოფელი - შიდა გზების მოხრეშვა;
სოფელი გოჯიაანები - შიდა გზების მოხრეშვა;
სოფელი კაწალო - გარე განათების მოწყობა;
სოფელი ჭიაურა ხაიშოსთან ერთად- სასმელი წყლის სათავე-ნაგებობის მოწყობა.
-
თიანეთში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა.
-
შეხვედრა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“- ს თან
-
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თიანეთში მცხოვრებ რამდენიმე მრავალშვილიან ოჯახს დედის დღე პირადად მიულოცეს