შეხვედრა „ელკანას” წარმომადგენლებთან

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას” წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით თიანეთის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის პროექტი.

გაკეთდა ეგრეთწოდებული SWOT ანალიზი, რაც გულისხმობს სუსტი და ძლიერი მხარეების, ასევე შესაძლებლობების და საფრთხეების განხილვას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოვლენილი შესაძლებლობების და რისკების გათვალისწინებით, მოხდება პროექტის დახვეწა, ადგილობრივებთან შეხვედრა და გაცნობა , რის შემდგომაც თიანეთის მუნიციპალიტეტი ორგანიზაციის მიერ ერთ-ერთი მიმართულებით დაფინანსდება.

პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ.