ტიტულოვანი თიანელი მკლავჭიდელი ბეჟან კობაიძის დაჯილდოება

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა ტიტულოვან თიანელ მკლავჭიდელს - ბეჟან კობაიძეს თურქეთში მკლავჭიდის პარა მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება მიულოცა, წარმატებები უსურვა და ფულადი ჯილდო გადასცა.

ბეჟან კობაიძე 2019 წლიდან აქტიურად იღებს მონაწილეობას პარა ჩემპიონატებში. ის ასპარეზობს მისთვის შესაფერის მეხუთე კატეგორიაში , რაც გულისხმობს მარცხენა ხელით მკლავჭიდს 85+ კგ წონით კატეგორაში.

მას აქვს შემდეგი მიღწევები:

2019 წელს რუმინეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე - III ადგილი;

2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე - II ადგილი;

2022 წელს თურქეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე- II ადგილი;

„ჩვენთვის საამაყოა , რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში გვყავს ასეთი გამორჩეული და წარმატებული პარა სპორტსმენი. მან შეძლო და თავისი დისციპლინით, მიზანდასახულობით და სპორტის სიყვარულით უდიდესი კონკურენციის მიუხედავად არაერთ წარმატებას მიაღწია. მინდა კიდევ მრავალი წარმატება ვუსურვო მას“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.