მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 2022 წლის ფრენბურთის ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდის დაჯილდოება

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის 2022 წლის ფრენბურთის ჩემპიონატში გამარჯვებული გუნდი „არწივები“ დააჯილდოვა ფულადი პრიზიT და გამარჯვება მიულოცა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონში ფრენბურთის შემდგომი განვითარებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის რეგიონული ფრენბურთის ჩემპიონატი ა.ა.ი.პ თიანეთის სპორტული კლუბ „თიანეთის“ N2 დარბაზში გაიმართა.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ რეგიონის გუნდები 2006-2008 წელს დაბადებული მოთამაშეების შემადგენლობით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ფედერაციის წევრები და სხვადასხვა სპორტის ექსპერტები.

ჩემპიონატში პირველ ადგილზე გავიდა თიანეთის ფრენბურთის ვაჟთა გუნდი „არწივები“, მწვრთნელი - ვლადიმერ უშიკიშვილი.

გამარჯვებულებს გადაეცათ შესაბამისი ხარისხის სიგელები და პრიზები.