საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი (ჰარმონიზაციის ცენტრი).

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა საჯარო ფინანსების ეფექტური მართვის მნიშვნელობას, მაღალმთიან რეგიონში ძლიერი შიდა აუდიტისა და გამართული შიდა კონტროლის სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობას.

შეხვედრას ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ზურაბ ცისკარიშვილი, მერიის სტრუქტურული ერთეულების და ა(ა)იპ-ების დირექტორები.

სამუშაო შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ირმა გელანტია-ახვლედიანი.

შეხვედრაში, მონაწილეობდა ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური , რომელმაც შიდა აუდიტორებს გაუზიარა საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, როგორც ეფექტიანობის და სისტემური აუდიტის მიმართულებით, ასეევ რისკზე დაფუძნებული სტრატეგიული და წლიური გეგმების მომზადების პროცესი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საჯარო ადმინისტრირებაში სახელმწიფო ფინანსების ეფექტური მართვის პრინციპების დამკვიდრების მიზნით, ქვეყნის საჯარო სექტორში 2010 წლიდან მიმდინარეობს სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმა, რომლის მნიშვნელობაც განპირობებულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებებითა და მისი დანერგვის შედეგად მიღებული პოტენციური სარგებლით

PDF ფაილი 1

04 ივლისი 2018