შიდა ქუჩების რეაბილიტაცია დაბა თიანეთში

თიანეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა მოინახულა მიმდინარე პროექტები, რომელიც მოიცავს დაბაში არსებული შიდა ქუჩების რეაბილიტაციას.

რეაბილიტაციის ფარგლებში ქუჩებზე ეგება ასფალტის საფარი,ეწყობა სანიაღვრე არხები ასევე მიმდინარეობს ორმოული და ფრაგმენტული შეკეთება.

დაბის ცენტრალურ ქუჩებზე დაიწყო და სხვადასვა ქუჩებზე გაგრძელდება ღერძულა ხაზების და ე.წ. ზებრა გადასასვლელების დახაზვა.

„ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტში და დაბაში შევქმნათ მაქსიმალურად კეთილმოწყობილი გარემო ადგილობრივებისათვის. აუცილებლად გაგრძელდება დაბაში დარჩენილი სხვა ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. ზებრა გადასასვლელები და ღერძულა ხაზები კი ხელს შეუწყობს ბავშვების და მოქალაქეების, ასევე ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილებას გზებზე.“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.