სამუშაო სახის შეხვედრა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა საკრებულოს თავმჯდომარე სოსო მამულაშვილთან ერთად , მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს სხვადასხვა პროექტი, რომელიც 2022 წლის პერიოდში უნდა დასრულდეს. ასევე იმსჯელეს დასრულების ვადებზე და მიმდინარე გამოწვევებზე.

 ამ ეტაპზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე 78 პროექტიდან 50 % უკვე დასრულებულია, დანარჩენი კი მიმდინარეა და უახლოეს პერიოდში დასრულდება.

დასრულებული პროექტების ფარგლებში :

 17 სოფელში მოიხრეშა შიდა საუბნო გზები;

თითქმის ყველა სოფელში დასრულდა გარე განათების მოწყობა;

მოეწყო საფეხმავლო ხიდი სოფელ იარაჯულებში, კაწალოში და ხიდ-ბოგირი სოფელ ტუშურებში;

მოეწყო სანიაღვრე არხი სოფელ ტუშურებში;

შემოიღობა სასაფლაო სოფელ ბადაანში და სხვ.

ამ ეტაპზე, სხვადასხვა სოფელში მიმდინარეობს სასმელი წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა;

ასევე გრძელდება დაბა თიანეთში შიდა ქუჩების მოასფალტების სამუშაოები;

გრძელდება სამგზავრო მოსაცდელების აღდგენა და სხვ