ხოფცა - ზარიძეების გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური თიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.

მუნიციპალიტეტში აქტიურად ხორციელდება სოფელ ხოფცა -ზარიძეების ინფრასტრუქტურული პროექტი, რის ფარგლებშიც რეაბილიტაცია უტარდება საავტომობილო გზის 2 კილომეტრამდე მონაკვეთს.

აღნიშნულ მონაკვეთზე დაეგო ორი ფენა ასფალტის საფარი და ხორციელდება არსებული ხიდ -ბოგირების და სანიაღვრე არხების მოწყობა.

„დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ პროექტები შესრულდეს დროულად და ხარისხიანად. ეს პროექტი მნიშვნელოვანია სოფლების მაცხოვრებლებისათვის და სამუშაოების დასრულების შემდგომ მათ მიეცემათ კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება“ - განაცხადა ლევან წიკლაურმა.

პროექტი დაფინანსდა საქართველოში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.