საანგარიშო კონცერტი
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილთან ერთად, თიანეთის კულტურის სახლში 2025-2026 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტს დაესწრო.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თიანეთის კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლებმა და სასწავლო-შემოქმედებითი წრეების მოსწავლეებმა, რომლებმაც მაყურებლის წინაშე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარადგინეს.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, მერიის, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
-
მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალსის“ უფასო სკრინინგ აქცია -
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამა -
სამუსიკო სკოლის 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი კონცერტი