სკრინინგის აქცია
2 ივნისს, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სსიპ საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ძუძუს კიბოს სკრინინგის აქცია გაიმართება.
სამედიცინო აქცია დაბა თიანეთში განხორციელდება თბილისის ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მამომობილისა და ამავე ცენტრის მაღვალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით.
სკრინინგის მიზანია შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე აღმოჩნდეს.
მსურველებისთვის ამოქმედდა რიგების მართვის მოდული - ჯავშანი.
რეგისტრაციისთვის დაუკავშირდით ცხელ ხაზს: 555 23 62 06
-
შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში -
თიანეთის მუნიციპალიტეტის ბადმინტონის გუნდმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში ოქროს მედალი მოიპოვა -
რეგიონული ფორუმი - "მდგრადი განვითარება სოციალურ-ეკონომიკური კეთილდღეობისთვის"