თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების თიანელ წევრებს - ბეჟან კობაიძესა და გურამ ფაშურიშვილს შეხვდა.

ლევან წიკლაურმა სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატში მიღწეული წარმატებები მიულოცა და ფულადი თანხით დააჯილდოვა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები, გეგა ბურდულაზე და ზურაბ ბექაური, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები.

ბეჟან კობაიძემ მკლავჭიდის მსოფლიო პარა-ჩემპიონატში, რომელიც მიმდინარე წელს ბულგარეთში გაიმართა, ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო გურამ ფაშურიშვილმა ვეტერანთა შორის, მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.